(0)
lapislazuli

თხის რძის კოლექცია

ზეითუნის ლაზულიტი თხის რძეზე
სახის ლაზულიტი. ზეითუნის ზეთის საპონი სათავეს სირიაში იღებს. ცნობილი ალეპოს საპონი მხოლოდ ზეითუნის ზეთით და ნატრიუმის ჰიდროქსიდის წყალხნარით მზადდებოდა. წყაროების მიხედვით, ევროპაში ეს საპონი ჯვაროსნებმა შემოიტანეს. მისი წარმოება ესპანეთში შუა საუკუნეებში დაიწყო და სახელად  Castile Soap დაერქვა. დღეს ამ ტიპის საპონი ფართოდ არის გავრცელებული. თავისი ნაზი თვისებების გამო, მას ძირითადად სახისთვის იყენებენ. ზეითუნის ზეთის ლაზულიტი, რომელიც 100% ით ზეითუნის ზეთისგან მზადდება, ძალიან ნაზად ასუფთავებს სახის კანს, ხელს უშლის მის გამოშრობას, ატენიანებს. რაც მთავარია, იდეალურია ნებისმიერი ტიპის კანისთვის. არის ჰიპოალერგიული და არასდროს აღიზიანებს კანს. მას იყენებენ როგორც ჯანმრთელი, ასევე პრობლემური კანის დროს, რადგან არ ხურავს ფორებს, ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო ხელს უწყობს აკნესთან და გამონაყართან ბრძოლას. საპონში გამოყენებული თხის რძე ლაზულიტს კიდევ უფრო ძლიერად დატენიანების უნარს მატებს. არ შეიცავს დამფერავებს და არომატებს, რის გამოც ნებადართულია ბავშვებში გამოყენება ჩვილობის ასაკიდან. შემადგენლობა : საპონიფიცირებული ზეითუნის ზეთი, თხის რძე.
25 19
ყავის ლაზულიტი თხის რძეზე
იდეალურია ყველა ტიპის კანისთვის. გამოიყენება როგორც სახის, ასევე ტანისთვის. ინტენსიურად ატენიანებს კანს და ხელს უშლის მის გამოშრობას; აქვს სკრაბის ეფექტი, აცილებს კანს მკვდარ ქსოვილებს, მკვეთრად აუმჯობესებს ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას და ცელულიტს ნაკლებად შესამჩნევს ხდის; ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას; ნაზად ხსნის ფორებს და ებრძვის კანის ინფექციას; შეიცავს ვიტამინ B3-ს, რომელიც ებრძვის კანზე წანაზარდების წარმოქმნას; ებრძვის თვალების ქვეშ განვითარებულ მუქ რკალებს; ამცირებს მზის დამწვრობით გამოწვეულ ანთებას და დისკომფორტს. რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის. შემადგენლობა: ზეითუნის, პალმის, ბამბის, ქოქოსის, მზესუმზირის, კაკაოს აბუსალათინის, რაფსის საპონიფიცირებული ცხიმები, შვრიის ფქვილი, წაბლის თაფლი, ყავა, ვანილის ეთერზეთი, ბერგამოტის ეთერზეთი, თხის რძე გამოხდილი წყლის ნაცვლად.
25 19