კოლექცია "მხოლოდ სახისთვის"
ზეითუნის ლაზულიტი თხის რძეზე
სახის ლაზულიტი.
ზეითუნის ზეთის საპონი სათავეს სირიაში იღებს. ცნობილი ალეპოს საპონი მხოლოდ ზეითუნის ზეთით და ნატრიუმის ჰიდროქსიდის წყალხნარით მზადდებოდა.
წყაროების მიხედვით, ევროპაში ეს საპონი ჯვაროსნებმა შემოიტანეს. მისი წარმოება ესპანეთში შუა საუკუნეებში დაიწყო და სახელად Castile Soap დაერქვა.
დღეს ამ ტიპის საპონი ფართოდ არის გავრცელებული. თავისი ნაზი თვისებების გამო, მას ძირითადად სახისთვის იყენებენ.
ზეითუნის ზეთის ლაზულიტი, რომელიც 100% ით ზეითუნის ზეთისგან მზადდება, ძალიან ნაზად ასუფთავებს სახის კანს, ხელს უშლის მის გამოშრობას, ატენიანებს. რაც მთავარია, იდეალურია ნებისმიერი ტიპის კანისთვის. არის ჰიპოალერგიული და არასდროს აღიზიანებს კანს. მას იყენებენ როგორც ჯანმრთელი, ასევე პრობლემური კანის დროს, რადგან არ ხურავს ფორებს, ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო ხელს უწყობს აკნესთან და გამონაყართან ბრძოლას.
საპონში გამოყენებული თხის რძე ლაზულიტს კიდევ უფრო ძლიერად დატენიანების უნარს მატებს.
არ შეიცავს დამფერავებს და არომატებს, რის გამოც ნებადართულია ბავშვებში გამოყენება ჩვილობის ასაკიდან.
შემადგენლობა : საპონიფიცირებული ზეითუნის ზეთი, თხის რძე.
25
19