წესები და პირობები
წესები და პირობები
ჩვენს საიტზე პროდუქციის შეძენამდე, გთხოვთ, გაეცნოთ წესებსა და პირობებს. თუ ეთანხმებით, მონიშნოთ ღილაკი “ვეთანხმები”.
ზოგადი წესები
-
თქვენ ბრძადებით 18 წელს მიღწეული პირი და გაქვთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი და უფლება, ან ხართ 18 წელს ქვემოთ და გაქვთ ნებართვა შესაბამისი პირებისგან, რომ განათავსოთ შეკვეთა.
-
თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ზუსტი და სრული.
-
თქვენ დაიცავთ ჩვენს საავტორო და ინტელექტუალურ უფლებებს, არ გააკეთებთ ჩვენს გვერდზე არსებულ ინფორმაციის კოპირებას პირადი ან მესამე პირის მიზნებისთვის.
-
არ შეუშლით ხელს ვებგვერდის გამართულ საქმიანობას.
-
ჩვენი მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოს ფარგლებში.
პროდუქტის შერჩევის წესები
-
პროდუქტის შერჩევისას, ყურადღებით წაიკითეთ თითოეული პროდუქტის შემადგენლობა და თავი აარიდეთ ისეთ ინგრედიენტებს, რომელთა მიმართ გაქვთ ალერგია, ან ჰიპერმგრძნობელობა.
-
შემადგენლობა მოცემულია დეტალურად, ყველა უმცირესი შემადგენელი ინგრედიენტის ჩათვლით.
-
გაითვალისწინეთ, რომ:
-
ყველა ჩვენი საპონი კეთდება ინდივიდუალურად და შესაბამისად, არ არსებობს ორი იდენტური საპონი.
-
მაშინაც კი, როდესაც შემადგენლობა ერთნაირია, შესაძლოა აღინიშნებოდეს მცირედი განსხვავება ვიზუალურ მხარეში (მაგ.: ოდნავ განსხვავებული პრინტი).
-
ლაზულიტები სურათებში წარმოდგენილია ნატურალურად, ფოტოშოფში დამუშავების გარეშე. ამისდა მიუხედავად, შესაძლოა ეკრანზე და რეალობაში საპნის ფერები განსხვავებულად აღიქვათ.
-
ჩვენი საპნები და სხვა პროდუქტები დამზადებულია 100%-ით ნატურალურ ინგრედიენტებზე და არ აქვს დამატებული ხელოვნური და სინთეზური არომატები (რაც ხშირად ხდება ალერგიის და გაღიზიანების მიზეზი). შესაბამისად, მათ არ აქვთ გამოკვეთილი სუნი, მიუხედავად მათში გამოყენებული ბუნებრივი ეთერზეთებისა.
-
კონფიდენციალობა
-
ჩვენ დავიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის კონფიდენციალურობას და არ გავუმჟღავნებთ მას მესამე პირს. თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ გადაეცემა მესამე პირს, თუ ამას არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.
-
წესებზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში, რაც აუცილებელია პროტუქციის ყიდვისას, თქვენ გვაძლევთ ნებართვას, რომ პირადი ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც აუცილებელია თქვენთვის შეკვეთის მიწოდებისთვის, გადაეცემა თქვენ მიერ შერჩეულ საკურიერო სერვისს.
-
ნებისმიერი ფინანსური ინფორმაცია, მათ შორის პლასტიკური ბარათის ნომერი და მონაცემები, არ ინახება ჩვენს სისტემაში. შეკვეთის საფასურის გადახდა ხორციელდება პარტნიორი ბანკის დაცული გვერდიდან. ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი ბარათის ინფორმაციაზე
მიწოდება:
-
პროდუქტის შეძენისას თქვენ არჩევთ მიწოდების გზას.
-
მომწოდებლების მიხედვით ვადები და ფასი შეიძლება იყოს განსხვავებული.
-
ფასები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მისამართზე გნებავთ შეკვეთის მიღება.
-
გლოვოს სერვისი მოქმედებს მხოლოდ თბილისის ფარგლებში და მიწოდების ფასი განისაზღვრება ყოველ ჯერზე ინდივიდუალურად. თქვენ მიერ შეძენელი პროდუქტის მოწოდება გახორციელდება მეორე დღეს.
-
საქართველოს ფოსტის სერვისი მოქმედებს საქართელოს სრულ ტერიტორიაზე. თქვენ მიერ შეძენელი პროდუქტის მოწოდება თბილისის ფარგლებში გახორციელდება 1-3 სამუშაო დღეში და მიწოდების ფასია 4.5 ლარი. საქართველოს სხვა ქალაქებში პროდუქტის მიწოდება გახორციელდება 3-5 სამუშაო დღეში და მიწოდების ფასია 6.5 ლარი.
100 ლარზე მეტი პროდუქტის შეძენისას მიწოდება არის უფასო და მიწოდება ხორციელდება საქართველოს ფოსტის საშუალებით.
საქართველოს ფოსტის საკურიერო სერვისის არჩევის შემთხვევაში, თუ თქვენ კურიერს არ დახვდებით თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე, კურიერი ამანათს დატოვებს საქართველოს ფოსტის უახლოეს სერვის ცენტრში.
თუ თქვენ გნებავთ მიწოდების რომელიმე სხვა გზა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტაზე sales@lapislazuli.ge
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მიწოდება ხორციელდება მხოლოდ იმ მისამართვებზე, რომელთაც აქვთ ქუჩის დასახელება და ნომერი.
შეკვეთის გაუქმება/დაბრუნება
-
შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ შეკვეთის განთავსებიდან უახლოეს 1 საათში. (ღილაკის საშუალებით).
-
ამანათის დაბრუნება/გადაცვლა შეიძლება იმ შემთხვაში, თუ თქვენ შეცდომით გამოგეგზავნათ სხვა პროდუქტი, ის, რომელიც არ შეგიკვეთიათ. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ გადაუღოთ პროდუქტს ფოტო და გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე. კომპანია იღებს პასუხისმგებლობას მოგაწოდოთ თქვენი კუთვნილი შეკვეთა 7 სამუშაო დღეში. შენიშვნა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ხელნაკეთი საპნები კეთდება დიდ ყალიბში და დაჭრისას ყველა საპონს ინდივიდუალური პრინტი აქვს. შესაძლოა ფოტოზე მითითებული და თქვენთვის მოწოდებული საპნები არ იყოს იდენტური, რაც იმას ნიშნავს, რომ შემადგენლობა და პრინტის პრინციპი ერთია, თუმცა არ არის ერთი მეორის ზუსტი ასლი. ასეთ შემთხვევაში პროდუქტი უკან არ მიიღება. არასწორი პროდუქტის მიღების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტაზე sales@lapislazuli.ge.
-
ამანათის დაბრუნება/გადაცვლა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეცდომით მიიღეთ სხვისთვის განკუთვნილი ამანათი. გთხოვთ ყურადღებით შეამოწმოთ ამანათის თანმხლები რეკვიზიტები, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი გაუგებრობები. ამასთან , თუ მაინც მოხდა და თქვენ ეს შეცდომა გვიან აღმოაჩინეთ, გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე sales@lapislazuli.ge და თან დაურთოთ რეკვიზიტის ფოტო.
-
თუ თქვენ კვლავ გნებავთ შეკვეთა მოგეწოდოთ, მაშინ ჩვენ გამოვასწორებთ ჩვენს შეცდომას და 1-7 სამუშაო დღეში შეგიცვლით ამანათს.
-
თუ თქვენ უარს იტყვით შეკვეთაზე, მაშინ გამოგიგზავნით კურიერს, რომელიც წამოიღებს ამანათს და ამანათის დაბრუნებიდან 1-7 სამუშაო დღეში თქვენ აგინაზღაურდებათ ამანათის ღირებულება. თანხა დაგიბრუნდებათ უნაღდო ანგარიშსწორებით იმავე ანგარიშზე, საიდანაც გაკეთდა თქვენი შეკვეთა.
-
საკონტაქტო ინფორმაცია:
ბაკა თავხელიძე
551471833
ილია ჭავჭავაძის 1 შესახვევი #6