საფერავის ლაზულიტი #3
19 23
ღვინო საპონში? რატომაც არა?
თუ თქვენ გინდათ, რომ თქვენი კანი ახალგაზრდულად და ჯანმრთელად გამოიყურებოდეს, მაშინ საფერავის ლაზულიტი სწორედ თქვენთვის არის.
- წითელი ღვინო მდიდარია ანტიოქსიდანტებით-ფლავანოიდებით, ტანინით, რაც უჯრედულ დონეზე მოქმედებს კანზე-აღადგენს კოლაგენს და ელასტიურ ბოჭკოებს.
- საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ეს ნივთიერებები ასტიმულირებს რევიტალიზაციას, აქრობს წვრილ ნაოჭებს და ხელს უშლის ახალი ნაოჭების წარმოქმნას.
- ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიური მოქმედება, რის გამოც ეფექტურია აკნეს და კანის სხვა ანთებითი პროცესების დროს.
- წითელი ღვინო შეიცავს პოლიფენოლებს, რაც მოდუნებულ და ჩამქრალ კანს აცოცხლებს და ანიჭებს სიგლუვეს, სირბილეს, ელასტიურობას და სიმკვრივეს.
- საფერავის ლაზულიტი არის არაჩვეულებრივი დამატენიანებელი, ნაზი და სასიამოვნო მოსახმარი.
- ნატურალური ცხიმები და ყურძნის წიბწის ზეთი, კიდევ უფრო ხავერდოვან შეგრძნებას მიანიჭებს თქვენს კანს.
- საპნის მოყავისფრო ფაფუკი ქაფი სწორედ საფერავის ბუნებრივი ფერით არის განპირობებული.
გამოიყენება როგორც სახეზე, ასევე ტანზე.
შემადგენლობა: ზეითუნის, მზესუმზირის, ქოქოსის, აბუსალათინის, რაფსის, კარიტეს, სტეარინის, პალმის, ბამბის საპონიფიცირებული ცხიმები. ყურძნის წიბწის ზეთი თავისუფალი ცხიმის სახით. ტიტანის დიოქსიდი (ბუნებრივი მინერალი), როზმარინის ეთერზეთი, ნამდვილი საფერავით სრულად ჩანაცვლებულია გამოხდილი წყალი.
- დამატენიანებელი
- +++
- მკვებავი
- +++
- აკნეს საწინააღმდეგო
- +++
- დეტოქსიკაცია
- +++
- სკრაბ ეფექტით
- -
- ასაკის საწინააღმდეგო
- +++
- ექსფოლიანტი
- -
- რევიტალიზაციის ეფექტით
- +++
- ბრენდი
- ლაპის ლაზული
- ფასი
- 19
- ძველი ფასი
- 23
- ქვეყანა
- დამზადებულია საქართველოში
- პროდუქტის კოდი
- 045
- ნანახია
- 1626